• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲘᲜᲓᲘᲕᲘᲓᲣᲐᲚᲣᲠᲘ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲐᲮᲚᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2025
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    220 Მ²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲓᲘᲓᲒᲝᲠᲘ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲩᲕᲔᲜᲘ ᲐᲛᲝᲪᲐᲜᲐ ᲘᲧᲝ 2 ᲙᲝᲜᲢᲔᲘᲜᲔᲠᲘᲡ ᲓᲐᲙᲐᲕᲨᲘᲠᲔᲑᲐ, ᲠᲐᲗᲐ ᲨᲔᲒᲕᲔᲥᲛᲜᲐ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ, ᲛᲧᲣᲓᲠᲝ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲡᲐᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲔᲚᲘ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ. ᲘᲜᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ ᲓᲐ ᲔᲥᲡᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘ ᲐᲔᲠᲗᲘᲐᲜᲔᲑᲡ ᲛᲘᲜᲘᲛᲐᲚᲘᲖᲛᲡ, ᲑᲣᲜᲔᲑᲐᲡᲗᲐᲜ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲡ ᲓᲐ ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲐᲡ. ᲛᲣᲥᲘ ᲢᲝᲜᲔᲑᲘ, ᲕᲘᲢᲠᲐᲟᲔᲑᲘ ᲓᲐ ᲢᲔᲠᲐᲡᲐ, ᲗᲐᲕᲨᲔᲡᲐᲤᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲜᲪᲓᲐᲡ ᲥᲛᲜᲘᲡ. ᲔᲡ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲮᲚᲘ, ᲡᲐᲓᲐᲪ ᲡᲘᲕᲠᲪᲔ ᲓᲐ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ ᲡᲠᲣᲚ ᲰᲐᲠᲛᲝᲜᲘᲐᲨᲘᲐ.
დახვეწილი და თანამედროვე ექსტერიერი:

ანტრაციდისფერი ფასადი, მუქი ხის დოკები ვერანდაზე, ვიტრაჟები და ამაღლებული კონსტრუქცია – ყველაფერი იმაზეა ორიენტირებული, რომ სახლის ექსტერიერი იყოს ელეგანტური, თანამედროვე და ბუნებასთან შეხამებული.

გადახურვაზე მოწყობილი ტერასა იდეალური სივრცეა დასვენებისთვის, ხოლო მეტალის კიბე ვიზუალს მეტ დინამიკას ანიჭებს.

ინტერიერი:

ბუნებრივი განათება ინტერიერში მთავარ როლს თამაშობს. ჩვენს პროექტში შეხვდებით ჭერამდე ვიტრაჟებს, ამავდროულად გაკეთდა ,,Skylight’’ რომელსაც დამატებით სინათლე შემოაქვს და კიდევ უფრო აკავშირებს პროექტს ბუნებასთან.

ასევე განსაკუთრებული აქცენტი მიენიჭა მისაღების დიზაინს, რომელიც საკმაოდ დიდია და ფართს უფრო გაშლილს და ღიას აჩენს.