ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ჩვენმა გუნდმა შექმნა სათვალეების მაღაზიის Sani-ს შოურუმის ინტერიერის დიზაინი თბილისი აუთლეტ ვილიჯში. კლიენტის მთავარი მოთხოვნა იყო თანამედროვე, მაქსიმალურად ფუნქციური და ეფექტურად ათვისებული სივრცის შექმნა.
დიზაინის კონცეფციის ცენტრში Sani-ს ბრენდის იდენტობა დგას – შოურუმის მთავარ აქცენტად გამოკვეთილია ლოგოსთვის დამახასიათებელი ცისფერი ფერი. ფერთა გამას კონტრასტის და დინამიკის შესაქმნელად შეემატა ტერაკოტას თბილი ტონალობა.
სივრცის გამორჩეულად საინტერესოდ წარმოსაჩენად გამოვიყენეთ არასტანდარტული ფორმის სათავსოები, რაც ერთდროულად უზრუნველყოფს როგორც ვიზუალურ ეფექტს, ასევე მაღალ ფუნქციურობას.
პროექტში თავმოყრილი სხვადასხვა ტექსტურა, ფერი და ფორმა ქმნის უნიკალურ, ბრენდზე მორგებულ და ვიზიტორისთვის მიმზიდველ გარემოს.