ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘ ᲨᲗᲐᲒᲝᲜᲔᲑᲣᲚᲘᲐ ᲡᲐᲮᲚᲘᲡ ᲔᲥᲡᲢᲔᲠᲘᲔᲠᲘᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲔᲑᲡ ᲘᲜᲒᲚᲘᲡᲣᲠ ᲐᲠᲥᲘᲢᲔᲥᲢᲣᲠᲣᲚ ᲡᲢᲘᲚᲡ. ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲛᲘᲖᲐᲜᲘ ᲘᲧᲝ ᲒᲐᲠᲔ ᲓᲐ ᲨᲘᲓᲐ ᲡᲘᲕᲠᲪᲔᲔᲑᲡ ᲨᲝᲠᲘᲡ ᲰᲐᲠᲛᲝᲜᲘᲣᲚᲘ ᲙᲐᲕᲨᲘᲠᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲢᲘᲚᲘᲡᲢᲣᲠᲘ ᲛᲗᲚᲘᲐᲜᲝᲑᲘᲡ ᲨᲔᲥᲛᲜᲐ.
კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად, ინტერიერში ჭარბობს თეთრი ტონალობა, რაც ქმნის ნათელ, სუფთა და ჰაეროვან გარემოს. მინიმალისტური კონტრასტები — მუქი აქცენტები, მკაფიო ფორმები და დახვეწილი ტექსტურები — დამატებულია ზომიერად, რათა ინტერიერს შეინარჩუნოს სიმშვიდე და ელეგანტურობა.