ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲓᲘᲖᲐᲘᲜᲘ ᲙᲝᲜᲢᲠᲐᲡᲢᲣᲚᲘ ᲐᲥᲪᲔᲜᲢᲔᲑᲘᲗ
პროექტი გამოირჩევა თანამედროვე, ფუნქციური და მინიმალისტური მიდგომით. სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და თითოეული ზონა დეტალურადაა გააზრებული, რათა ყოველდღიური ცხოვრება იყოს კომფორტული.
ინტერიერში ჭარბობს ღია და ნეიტრალური ტონები, რომლებიც გაწონასწორებულია თბილი აქცენტებით — ტერაკოტას, რუხი და ღრმა მწვანე ელემენტებით. ბუნებრივი განათება ეფექტურად არის გამოყენებული, ხოლო დამატებითი თბილი LED განათებები ქმნის რბილ და მყუდრო ატმოსფეროს.
სახლის სტილი თანამედროვე და ორგანულია — სუფთა ხაზები, ბუნებრივი მასალები, მარტივი ფორმები და დახვეწილი დეკორი ქმნის სუფთა, ჰარმონიულ და მშვიდ გარემოს.