• ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲢᲘᲞᲘ
    ᲛᲣᲚᲢᲘᲤᲣᲜᲥᲪᲘᲣᲠᲘ ᲙᲝᲛᲞᲚᲔᲥᲡᲘ
  • ᲬᲔᲚᲘ
    2024
  • ᲛᲘᲛᲓᲘᲜᲐᲠᲔ
  • ᲤᲐᲠᲗᲝᲑᲘ
    13 000 M²
  • ᲓᲐᲛᲙᲕᲔᲗᲘ
    ᲙᲝᲜᲤᲘᲓᲔᲜᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ
  • ᲚᲝᲙᲐᲪᲘᲐ
    ᲥᲔᲗᲔᲕᲐᲜ ᲬᲐᲛᲔᲑᲣᲚᲘᲡ ᲒᲐᲛᲖᲘᲠᲘ #92
ᲞᲠᲝᲔᲥᲢᲘᲡ ᲨᲔᲡᲐᲮᲔᲑ
ᲗᲐᲜᲐᲛᲔᲓᲠᲝᲕᲔ ᲣᲠᲑᲐᲜᲣᲚᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲘᲡ ᲮᲔᲓᲕᲐ
ნოვა ლივინგ ისანში აერთიანებს თანამედროვე დიზაინის პრინციპებს და საზოგადოებაზე ორიენტირებულ სივრცის დაგეგმარებას. შენობის არქიტექტურული კონცეფცია ასახავს ფუნქციონალურობას, ესთეტიკას და მდგრადობას, რაც მას იდეალურ არჩევანს ხდის ურბანული ცხოვრებისათვის.

შენობის მინიმალისტური და სიმეტრიული ფასადი გამოხატავს მასალების ჰარმონიულ შერწყმას, რომელიც მოიცავს ღია ტონის ელემენტებს და ხის აქცენტებს. შენობის ვერტიკალურ დიზაინს აბალანსებს ფართო აივნები, რაც საშუალებას იძლება მაცხოვრებელთათვის შეიქმნას საზაფხულო სივრცეები. აივნები ხაზს უსვამენ ფასადის დინამიურობას და დღის განმავლობაში საინტერესო კონტრასტს ქმნიან სინათლისა და ჩრდილების მონაცვლეობით.

პროექტის პირველი სართული იდეალურად შეესაბამება ირგვლივ არსებულ სივრცეს. მოიცავს კომერციულ და საზოგადოებრივ სივრცეებს. გამწვანებული ლანდშაფტი არბილებს ურბანულ გარემოს. პირველი სართულის ატრიუმი და მაღალი ვიტრინები უზრუნველყოფს გამჭვირვალობას და ხელმისაწვდომობას, რაც შიდა და გარე სივრცეების ურთიერთკავშირს აძლიერებს.

ეს პროექტი ასახავს ურბანული მდგრადობისა და თანამედროვე ესთეტიკის ერთიანობას, ქმნის ნათელ საცხოვრებელ სივრცეს, რომელიც პრიორიტეტს ანიჭებს კომფორტს, ბუნებრივ სინათლეს და გარე გარემოსთან კავშირს.